суббота, 8 октября 2022 г.

 

თემატური მატრიცა - მოქმედებები რიცხვებზე ( 5-ის ფარგლებში )

 

მიმართულება -რიცხვები

კლასი -პირველი

საათების სავარაუდო რაოდენობა - 4 კვირა

 

სამიზნე ცნებები/საკითხები:  მოქმედებები რიცხვებზე/ანგარიში

 

სამიზნე ცნებები და მათთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

საკითხი/ქვესაკითხები/ქვეცნებები

 

საკვანძო შეკითხვა / ზოგადი შეკითხვები

კომპლექსური დავალების პირობა / შეფასების კრიტერიუმები

მოქმედებები რიცხვებზე

·         შეკრება.

·         მერამდენეა?

·         სამეულები, ოთხეულები, ხუთეულები.

·         ცხრილი და ციფრები

·         თეთრები, ლარები.

 

როგორ გვეხმარება რიცხვები და მათზე მოქმედებების ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში? 

 

სამიზნე ცნება

მოქმედებები რიცხვებზე

 

სტანდარტი შედეგები:

მათ.დაწყ(I) 1. მათ.დაწყ(I) 2. მათ.დაწყ(I) 13.

მკვიდრი წარმოდგენები

1.       საგანთა ყველა კონკრეტულ რაოდენობას შეესაბამება კონკრეტული რიცხვი;

 

2.       არითმეტიკული მოქმედებები (მიმატება, გამოკლება) მჭიდრო ურთიერთ კავშირშია ერთმანეთთან;

 

 

ეტაპები კომპლექსური დავალების განსახორციელებლად 

ეტაპი I კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

საკვანძო შეკითხვა:რას გულისხმობს შესასწავლი  საკითხი?

რა შეოქმედებითი პროდუქტის საშუალებით უნდა დავადასტურრა ვისწავლე ამ საკითხთან დაკავშირებით?

 

პატარა მეყვავილე     

 

ნინომ გადაწყვიტა წამოიწყოს ბიზნესი, ქოთნებში რგავს ტოლი რაოდენობის ყვავილებს და ყიდის. მას აქვს რამოდენიმე ვარიანტი:

·         თითო ქოთანში რგავს 2-2 ყვავილს, და თითო ქოთანს ყიდის 50 თეთრად 

·         თითო ქოთანში რგავს 3-3 ყვავილს, და თითოს ყიდის 1ლარად.

·         თითო ქოთანში რგავს 4-4 ყვავილს და თითოს ყიდის 2 ლარად

·         თითო ქოთანში რგავს5-5 ყვავილს და თითოს ყიდის 3 ლარად

 

შენი დავალებაა დაეხმარო ნინოს ყვავილების ბიზნესის გამართვაში, კერძოდ თავისი პროდუქციით   5 ლარიანი  სხვადასხვა პაკეტის შექმნაში.

 

·         აირჩიე ყვავილების  რამდენი წყვილის, სამეულის, ოთხეულის ან ხუთეულის შეძენას ისურვებდი  5 ლარად. (განიხილე სულ მცირე, ორი განსხვავებული  ვარიანტი.)

·         თითო შემთხვევისთვის დახატე სხვადასხვა ყვავილები

  • ჩაწერე  როგორ აწარმოე შენი შექმნილი პაკეტის ღირებულების  გამოსათვლელი მოქმედებები
  • ნამუშევარი წარმოადგინე  შენთვის ხელსაყრელი ფორმით ( ნახატით, მაკეტით, ციფრული რესურსით და ა.შ)

 

 

უპასუხე კითხვებს

·  რამდენი განსხვავებული თაიგული შედგე?  მათ შორის  რამდენია: სამეული,  ოთხეული და  ხუთეული.

·   სამეულების რაოდენობა მეტია თუ ოთხეულების?

·   ოთხეულების რაოდენობა ნაკლებია თუ ხუთეულების?

·  შეგიძლია თუ არა სხვანაირად გადალაგება? მოიყვანე მაგალითი

,

კომპლექსური დავალების პირობა (დანართი  N3)

 

ეტაპი II. მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება კომპლექსური დავალების შესრულებისთვის  საჭირო საკითხების გახსენებით;

გავიხსენოთ რიცხვები 1-დან 5-მდე.

 

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

დათვალე ხუთამდე და ჩამოწერე რიცხვები შესაბამისი სიმბოლოებით.

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

როგორ დააკავშირებ ერთმანეთთან ჩანაწერებს:

4, ოთხიანი, ოთხი.

 

რომელია ნაკლები ქაღალდის ფული თუ რკინის მონეტები ერთად?

 

 

ეტაპი III – კომპლექსურ დავალებაზე  მუშაობა და  წარდგენა

საკითხის/საკითხებ დამუშავება სამიზნე  ცნებების მიხედვით, მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებაზე მუშაობა და ცოდნის განმტკიცება.

ქვესაკითხი1. შეკრება

 

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

რა სიმბოლოთი გამოისახება შეკრების ნიშანი და რა ჰქვია მას? დაასახელე შეკრების კომპონენტები?

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

როგორ შევკრიბოთ რიცხვები?

სადისკუსიო კითხვები

მაპროვოცირებელი კითხვები

 

რომელია მეტი 1+2 თუ 2+1?

 

 

რა უნდა გაიგოს მოსწავლემ საკითხის შესწავლისას:

მოსწავლემ უნდა გაიგოს:

რიცხვების შეკრებისას ერთი რიცხვიდან უნდა გადათვალოს მეორე რიცხვის ტოლი ბიჯით

 

კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის და მათი თანმიმდევრობის დაცვა

 

 

 

ქვესაკითხი2. მერამდენეა?

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

რომელია რიგობითი რიცხვითი სახელები?

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

როგორ უნდა ამოიცნო საგნის ადგილი რიგში?

სადისკუსიო კითხვები

მაპროვოცირებელი კითხვები

 

 რიგში დგას ხუთი ბავშვი. თუ შენს წინ ამ რიგში დგას ერთი ბავშვი ბოლოდან მერამდენე ხარ?

 

რა უნდა გაიგოს მოსწავლემ საკითხის შესწავლისას:

საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში თითოეულ ობიექტს კონკრეტული ადგილი უკავია.

 

ქვესაკითხი3. სამეული. ოთხეული, ხუთეული

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

რა არის სამეული, ოთხეული, ხუთეული?

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

როგორ განვასხვაო ერთმანეთისაგან სამეული და ოთხეული? ოთხეული და ხუთეული? რატომ ქვია საგანთა გროვას სამეული? ოთხეული? ხუთეული?

სადისკუსიო კითხვები

მაპროვოცირებელი კითხვები

 

საგანთა რა რაოდენობა უნდა დაემატოს, სამეულს, რომ შეივსოს ხუთეულამდე?

ერთი სამეულითა და ერთი ხუთეულით შეგიძლია თუ არა მიიღო ოთხეული?

იცვლება თუ არა საგნების რაოდენობა გაფანტვით ან მოგროვებით?

 

რა უნდა გაიგოს მოსწავლემ საკითხის შესწავლისას:

სხვადასხვა საგნების ერთიდაიგივე რაოდენობას ერთიდაიგივე რიცხვი შეესაბამება

.

 

 

ქვესაკითხი 4. ცხრილი და ციფრები:

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

რა არის ცხრილი? რა არის სვეტი? რა არის სტრიქონი?

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

რისთვის ვიყენებთ ცხრილს?

სადისკუსიო კითხვები

მაპროვოცირებელი კითხვები

 

 

 

 

3

 

4

რა უნდა ეხატოს ცარიელ უჯრაში, რამდენი და რატომ? რომელია  ვარსკვლავების სვეტი? რომელია 4-ის სტრიქონი?

 

რა უნდა გაიგოს მოსწავლემ საკითხის შესწავლისას:

ცხრილი გვეხმარება მონაცემების დაორგანიზებასა და მოხერხებულად წარმოდგენაში

 

 

 

ქვესაკითხი 5.თეთრები და ლარები:

 

ფაქტობრივი კითხვები:

რა?

რა ჰქვია ქართულ ფულს? ეროვნული ფულის რომელ ნიშნებს იცნობ და იყენებ?

კონცეპტუალური კითხვები:

როგორ? რატომ?

 

 

 

 

სად უფრო მეტი ფულია ზედა თუ ქვედა სტრიქონში? რატომ?

სადისკუსიო კითხვები

მაპროვოცირებელი კითხვები

 

 

 

 

 

 

    1ლარი        3 ლარი

   

     1       4         2

ლარი   ლარი ლარი

თუ გაქვს 5 ლარი ჩამოთვლილთაგან რის ყიდვას შესძლებდი?

 

რა უნდა გაიგოს მოსწავლემ საკითხის შესწავლისას:

 ამოიცნოს და განასხვაოს ეროვნული ფულის ნიშნები(მონეტები და ბანკნოტები)

 

 

 

  ეტაპი IV -თუ მოსწავლემ ვერ დაsძლია პროგრამა, განმავითარებელი შეფასების მიცემის შემდეგ სასურველია , შეასრულოs დავალება თავიდან. ( მინიშნება: შემდეგი კომპლექსური დავალების წარდგენამდე უნდა შეძლოს პარალელურად წინა კომპლექსურის ხარვეზების აღმოფხვრა);

 

მოსწავლეების მხრიდან კომპლექსური დავალების პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები:

 

სასურველია კითხვები დაისვას ისე, რომ მოსწავლემ გაიაზროს რას ნიშნავს პრობლემის/საკითხის გადაჭრა

 გთავაზობთ კითხვები დასვათ პოლიას მეთოდით

·         პრობლემის/საკითხის გაგება

·         რა იყო შენი დავალება, რა  პრობლემა იყო გადასაჭრელი? რა გქონდა გასაკეთებელი? ჩამოაყალიბე შენი სიტყვებით

·         შეგისრულებია თუ არა მსგავსი დავალება?

2. გეგმის შემუშავება

·         როგორ დაგეგმე სამუშაო? რა იყო ცნობილი პრობლემის შესახებ?

·         რა სტრატეგიები დასახე დავალების შესასრულებლად?

·         როგორ დააორგანიზე სამუშაო პროცესი?

3.გეგმის მიხედვით მუშაობა

·         რა სამუშაოები შეასრულე?

·         როგორ დაეხმარე თედო პაპას პრობლემების გადაჭრაში?  აღწერე პროცესი.

·         რისი ცოდნა დაგეხმარა დავალების შესრულებაში?

·         როგორ დაადგინე რომელი ვარიანტი იყო საუკეთესო?

·         რთული იყო თუ არა შენთვის მუშაობა?

·         გაქვს თუ არა დეტალურად წარმოდგენილი პროცესის აღწერა და დასკვნა?

4.შეფასება

·         რა საკითხები შეისწავლე და როგორ  გამოიყენე ახალი ცოდნა დავალების შესასრულებლად?

·         კიდევ როგორ იქნებოდა შესაძლებელი ფერმის შექმნა ისე რომ მგლებისგან დაეცვათ ცხოველები?  ხომ არ გიფიქრია ან იფიქრებ ამაზე სამომავლოდ?

·         სად შეიძლება გამოგადგეს მიღებული ცოდნა?

 

 

 

 

შენი დავალებაა:

  დაეხმარო ნინოს ყვავილების ბიზნესის გამართვაში,

პრეზენტაციისას წარმოაჩინე:

·   როგორ შეესაბამება საგანთა ყველა კონკრეტულ რაოდენობას კონკრეტული რიცხვი?(მ.წ.1)

·  როგორ შეადარე სამეულები, ოთხეულები და ხუთეულები?(მ.წ.1)

·  როგორ დაგეხმარა რიცხვები და მათზე მოქმედებების ცოდნა დავალების შესრულებაში?(მ.წ.2)

·  რა რიცხვი შეესაბამება სხვადასხვა საგნების ერთიდაიგივე რაოდენობას? (მ.წ.1)

·  როგორ გამოთვალე შენს მიერ დამზადებული თაიგულების ღირებულება?(მ.წ.1)

 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·  ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.

·  გამოყოს მითითებული რიცხვის შესაბამისი რაოდენობების ჯგუფები გროვაში(სამეულები, ოთხეულები, ხუთეულები)

·  საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში დაასახელოს მითითებული საგნის ადგილი რიგში.

·  ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება/გამოკლების მოქმედებები.

·  მოცემული გროვისთვის დაასახელოს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებითი რაოდენობა?

·  რაოდენობების შედარება და შეფასება.  დაუთვლელად დაასახელოს ზუსტი რაოდენობა ერთგვაროვან, მცირე ზომის საგანთა გროვაში(რაოდენობა არ აღემატება 5-ს) და შეამოწმოს თავისი პასუხი.

·  ცხრილში ამოიცნოს სვეტი და სტრიქონი.

·  განასხვაოს და დაასახელოს ეროვნული ფულის ნიშნები(მონეტები და ბანკნოტები).

·  ყოველდღიური ცხოვრებიდან  მომდინარე მარტივი ამოცანების ამოხსნა.

 

 

Nკომპლექსური დავალების ბარათი

 

 

მიმართულება: რიცხვები

სასწავლო თემა:

  ანგარიში 5-ის ფარგლებში

სამიზნე ცნება:

მოქმედებები რიცხვებზე

კლასი: პირველი

დრო: 3 კვირა

მოქმედებები რიცხვებზე

·         შეკრება.

·         მერამდენეა?

·         სამეულები, ოთხეულები, ხუთეულები.

·         ცხრილი და ციფრები

 

საკვანძო კითხვები:

 როგორ გვეხმარება რიცხვები და მათზე მოქმედებების ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში? 

 

 

დავალების პირობა:

 

პატარა მეყვავილე

 

ნინომ გადაწყვიტა წამოეწყო ბიზნესი, ქოთნებში რგავდა ტოლი რაოდენობის ყვავილებს და ყიდდა. მას ქონდა რამოდენიმე ვარიანტი:

1.       თითო ქოთანში რგავდა 2-2 ყვავილს, და თითო ქოთანს ყიდდა 50 თეთრად 

2.       თითო ქოთანში რგავდა 3-3 ყვავილს, და თითოს ყიდდა 1ლარად.

3.       თითო ქოთანში რგავდა 4-4 ყვავილს და თითოს ყიდდა 2 ლარად

4.       თითო ქოთანში რგავდა 5-5 ყვავილს და თითოს ყიდდა  3 ლარად

შენი დავალებაა:

 დაეხმარო ნინოს  თავისი პროდუქციით   5 ლარიანი  სხვადასხვა პაკეტის შექმნაში

 

 

·         თითო შემთხვევისთვის დახატე  ( ან დახატე და გამოჭერი) სხვადასხვა ყვავილები

·         აირჩიე ყვავილების  რამდენი წყვილის, სამეულის, ოთხეულის ან ხუთეულის შეძენას ისურვებდი  5 ლარად. (განიხილე სულ მცირე, ორი განსხვავებული  ვარიანტი.)

·         ჩაწერე  როგორ აწარმოე შენი შექმნილი პაკეტის ღირებულების  გამოსათვლელი მოქმედებები

·         ნამუშევარი წარმოადგინე  შენთვის ხელსაყრელი ფორმით ( ნახატით, მაკეტით, ციფრული რესურსით და ა.შ)

 

 

უპასუხე კითხვებს

·  რამდენი განსხვავებული თაიგული შედგე?  მათ შორის  რამდენია: სამეული,  ოთხეული და  ხუთეული.

·   სამეულების რაოდენობა მეტია თუ ოთხეულების?

·   ოთხეულების რაოდენობა ნაკლებია თუ ხუთეულების?

·  შეგიძლია თუ არა სხვანაირად გადალაგება? მოიყვანე მაგალითი

 

შეფასება:

მოსწავლეს შეუძლია:

·ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.

·გამოყოს მითითებული რიცხვის შესაბამისი რაოდენობების ჯგუფები გროვაში(სამეულები, ოთხეულები, ხუთეულები)

·საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში დაასახელოს მითითებული საგნის ადგილი რიგში.

·ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება/გამოკლების მოქმედებები.

·მოცემული გროვისთვის დაასახელოს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებითი რაოდენობა?

·რაოდენობების შედარება და შეფასება.  დაუთვლელად დაასახელოს ზუსტი რაოდენობა ერთგვაროვან, მცირე ზომის საგანთა გროვაში(რაოდენობა არ აღემატება 5-ს) და შეამოწმოს თავისი პასუხი.

·  ცხრილში ამოიცნოს სვეტი და სტრიქონი.

·  განასხვაოს და დაასახელოს ეროვნული ფულის ნიშნები(მონეტები და ბანკნოტები).

·  ყოველდღიური ცხოვრებიდან  მომდინარე მარტივი ამოცანების ამოხსნა.

 

რეკომენდაციები მოსწავლეს

დავალების შესრულებაში დაგეხმარება ვიდეო:

https://www.youtube.com/hashtag/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90

https://www.youtube.com/watch?v=MWHmfQsxSuU

Ø  შეგიძლია სასწავლო რესურს „ვსწავლობთ თამაშით“ მეშვეობით გააკეთო მაღაზია, შექმნა თაროები ( ან მაგიდა) და შენი შექმნილი ყვავილები  დაჯგუფებულად წარმოადგინო.

Ø  შეგიძლია ნამუშევარი წარმოადგინო ნაძერწის სახით : გამოძერწო  ქოთნები ყვავილების  შესაბამისი რაოდენოებებით და დააჯგუფო 5 ლარიან პაკეტებად.

 

 

 

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

სურათები