суббота, 8 октября 2022 г.

სამუშაო შეხვედრები

 კოლეგებთან შეხვედრები

 

 

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

დღე

 

შეხვედრების ორგანიზატორი: თამილა ზირაქაშვილი

ელ. ფოსტა: zirakashvilita@gmail.com

ტელეფონი: 598173335

შეხვედრის ადგილი: სსიპ  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის საჯარო სკოლა

შეხვედრის თარიღი: 3 აპრილი 2022 წ.

შეხვედრის დრო: 14.00 – 17.00 სთ.

მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა: 4

შეხვედრების თემა: სასწავლო პროცესში რესურსების შექმნა და მისი გამოყენება; Padlet.com-ზე მუშაობა.

აქტუალურობა: პედაგოგიური საქმიანობის წარმართვისათვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ფლობა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენება. Padlet-ი საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა მასალები გაუზიარონ ერთმანეთს.

 

 

 

 

შეხვედრის მიზანი:

·         მონაწილეთა ინტერესის სფეროს გაფართოება;

·         მოტივაციის ამაღლება ისტ-ის მიმართულებით;

·         სასწავლო რესურსის შექმნა;

·         საზიარო დაფის Padlet.com-ის გაცნობა.

 

 

 

მისაღწევი შედეგები:

·         შეხვედრებში მონაწილე მასწავლებლები დახვეწავენ ციფრულ უნარებს;

·         მონაწილეები Padlet-ის საშუალებით შექმნიან საზიარო დაფას;

·          ისწავლიან პროგრამა Padlet -ზე მუშაობას, სხვადასხვა პროგრამებში შექმნილ დავალებებს და ლინკებს გადაუგზავნიან და გაუზიარებენ სხვებს; მიწერენ ერთმანეთს წერილებს და მიიღებენ პასუხებს; შეაფასებენ მონაწილეთა ნამუშევრებს; მისცემენ უკუკავშირს.

 

 

 

 

დღის სამუშაო შეხვედრის გეგმა:

 

#

კრიტერიუმები

   შინაარსი

1.

შეხვედრის მიზანი

·         გაეცნობიან რესურსის ტიპებს; მოთხოვნებს, რომელსაც რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს;

·         გაეცნობიან საგანმანათლებლო რესურსის შეფასების სქემას;

·         გაეცნობიან საზიარო დაფა Padlet-ს;

·         Padlet-ის დათვალიერება; მისზე მუშაობის და გამოყენების დემონსტრირება, ლინკის გაგზავნა;

2.

შეხვედრის ძირითადი საკითხები

·         რესურსების ტიპები;

·         საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების მნიშვნელობა სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის;

·         მოთხოვნები, რომელსაც რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს;

·         Padlet-ზე რეგისტრაცია;

·         საზიარო დაფაზე Padlet-ზე მუშაობა; წერილის მიწერა; ლინგის გახსნა, დავალების შესრულება და გადაგზავნა; ფაილების ატვირთვა; ნამუშევრის შეფასება; უკუკავშირის მიწერა.

 

 

შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა - ყველამ კარგად ვიცით, რომ სასწავლო რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. მრავალფეროვან რესურსებს ვარგებთ სხვადასხვა სწავლის სტილსა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს. ამ დროს, მათთვის სასწავლო პროცესი ხდება სახალისო და საინტერესო. იზრდება მოტივაცია და ჩართულობა, მაღლდება მოსწავლეების აკადემიური მიღწევები. განსაკუთრებით, მაშინ, თუ ეს რესურსი ტექნოლოგიებითაა მიწოდებული. ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ ციფრულ ტექნოლოგიებში შექმნილ სასწავლო რესურსებს. ვნახე, რომ ამ გზით მიწოდებულმა დავალებებმა მოსწავლეებისთვის სწავლის პროცესი მხოლოდ სახალისო და სასიამოვნო კი არ გახადა, სწავლის ხარისხის ამაღლებასაც შეუწყო ხელი.

სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე სამუშაო შეხვედრებზე კოლეგებისთვის შემეთავაზებინა და გამეცნო ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოყენებული სხვადასხვა პროგრამები, სადაც ვქმნი სასწავლო რესურსებს. სამუშაო შეხვედრები ემსახურება არა მარტო სასწავლო რესურსის შექმნასა და მათ გამოყენებას, არამედ თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ახლის სწავლას. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები გაიზიარებენ ჩემს გამოცდილებას და დანერგავენ საკუთარ პრაქტიკაში.

 

 

 

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

II დღეშეხვედრების ორგანიზატორი: თამილა ზირაქაშვილი

ელ. ფოსტა: zirakashvilita@gmail.com

ტელეფონი: 598173335

შეხვედრის ადგილი: სსიპ  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის საჯარო სკოლა

შეხვედრის თარიღი: 3 მაისი 2022 წ.

შეხვედრის დრო: 14.00 – 17.00 სთ.

მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა: 4

 

 

 

შეხვედრების თემა: სასწავლო პროცესში რესურსების შექმნა და მისი გამოყენება; Learningapps.org-ში მუშაობა;

აქტუალურობა: პედაგოგიური საქმიანობის წარმართვისათვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ფლობა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენება. Learningapps.org-ში შექმნილი სასწავლო რესურსი საშუალებას იძლევა: გავიგოთ რა იციან მოსწავლეებმა, რა გაიგეს, როგორ გაიაზრეს და როგორ იყენებენ პრაქტიკაში.

 

 

 

              შეხვედრის მიზანი:

·         მსმენელების  ინტერესის სფეროს გაფართოვება;

·         მოტივაციის ამაღლება ისტ-ის მიმართულებით;

·          სასწავლო რესურსის შექმნა;

 

·         Learningapps.org-ში მუშაობის გაცნობა;

·         Learningapps.org- ში რესურსის შექმნა სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით;

·         რეფლექსიის შეფასების რუბრიკის გაცნობა და გამოყენება.

 

 

 

 

 

             მისაღწევი შედეგები:

·         მონაწილეები პროგრამა Learningapps.org-ში  შეძლებენ შექმნან საკუთარი დანართები, გამოიყენონ საკუთარ პრაქტიკაში და გაუზიარონ სხვებს.

·         გაეცნობიან პროგრამა Learningapps.org-ში მუშაობასსხვისი დანართების ნახვას, საკუთარის შექმნას და სხვისთვის გაზიარებას.

 

 

 

 

 

II დღის სამუშაო შეხვედრის გეგმა:

 

 

#

კრიტერიუმები

   შინაარსი

1.

შეხვედრის მიზანი

·         მონაწილეები შეძლებენ ისაუბრონ რა ცოდნა და უნარები შესძინა მათ პირველმა სამუშაო შეხვედრამ;

·         საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ისაუბრებენ მოსწავლეთა ჩართულობაზე;

·         შეისწავლიან რესურსის შექმნის ელემენტებს

Learningapps.org-ის გამოყენებით;

·         გაეცნობიან რეფლექსიის შეფასების რუბრიკას და თვითონვე მოახდენენ თავისი ნამუშევრის შეფასებას აღნიშნული რუბრიკის საშუალებით.

2.

შეხვედრის ძირითადი საკითხები

·         საშინაო დავალების მიმოხილვა;

·         მოთხოვნები, რომელსაც რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს;

·         საგანმანათლებლო რესურსის შეფასების სქემა;

·         Learningapps.org-რეგისტრაცია;

·         Learningapps.org-ის ძირითადი ინსტრუმენტები;

·         სავარჯიშოს შექმნა;

·         რესურსის გამოყენების რეფლექსია.

 

 

 

შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა 

-მასწავლებლები, როდესაც სასწავლო რესურსების შექმნას გეგმავენ, აინტერესებთ: რა მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო თამაშებს სასწავლო პროცესში? რა მასალების შექმნა შეიძლება სასწავლო პროცესში? განმავითარებელი დავალებების შესაქმნელად რომელი პროგრამები შეიძლება გამოვიყენოთ?

    სამუშაო შეხვედრაზე შესწავლილი საკითხები დაგვეხმარება და საშუალებას მოგვცემს გავეცნოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს და ვისწავლოთ მათში რესურსების შექმნა და გამოყენება. ერთ-ერთი ასეთი ონლაინ პროგრამაა Learningapps.org-ი, სადაც შეგვიძლია დავათვალიეროთ და გამოვიყენოთ, როგორც სხვისი შექმნილი სავარჯიშოები და მოვარგოთ ჩვენს საგანში შესაბამის თემას, ასევე თვითონვე შევქმნათ სავარჯიშოები სხვადასხვა თემაზე და შევინახოთ ჩვენს დანართებში გამოსაყენებლად. სასწავლო რესურსი ეხმარება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში. მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება პასუხობს სწავლების სხვადასხვა სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს. ამ დროს სწავლის პროცესი სახალისოა და საინტერესო.

 

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

III დღე

 

შეხვედრების ორგანიზატორი: თამილა ზირაქაშვილი

ელ. ფოსტა: zirakashvilita@gmail.com

ტელეფონი: 598173335

შეხვედრის ადგილი: სსიპ  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის საჯარო სკოლა

შეხვედრის თარიღი: 8 მაისი 2022 წ.

შეხვედრის დრო: 14.00 – 17.00 სთ.

მონაწილე მასწავლებელთა რაოდენობა: 4

 

შეხვედრების თემა: Toondoo.com-ში მუშაობა; სასწავლო პროცესში მისი გამოყენება.

აქტუალურობა: პედაგოგიური საქმიანობის წარმართვისათვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების ფლობა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენება. Toondoo.com-ზე მუშაობა მრავალფეროვანი და საინტერესო კომიქსების შექმნის საშუალებას იძლევა.

 

 

 

 

შეხვედრის მიზანი:

·         მონაწილეთა ინტერესის სფეროს გაფართოება;

·         მოტივაციის ამაღლება ისტ-ის მიმართულებით;

·          სასწავლო რესურსის შექმნა;

·         ელექტრონული პროგრამის Toondoo.com-ის გაცნობა, კომიქსებზე მუშაობა, მისი ეფექტური გამოყენება.

 

 

 

 

მისაღწევი შედეგები:

·         გაეცნობიან პროგრამის შესაძლებლობებს;

·         დარეგისტრირდებიან Toondoo.com-ზე ;

·         ისწავლიან Toondoo.com -ში მუშაობას;

·         Toondoo.com-ის საშუალებით შეარჩევენ პერსონაჟებს, შექმნიან ერთ და მრავალსიუჟეტიან კომიქსებს, საკუთარ ნამუშევრებს გაუზიარებენ სხვებს.

 

 

 

 

 

 

 

III დღის სამუშაო შეხვედრის გეგმა:

 

 

 

#

კრიტერიუმები

   შინაარსი

1.

შეხვედრის მიზანი

·         მონაწილეები გაეცნობიან ელექტრონულ პროგრამა Toondoo.com-ს;

·         შეძლებენ Toondoo.com-ის გაქართულებას;

·         შეისწავლიან კომიქსების შექმნას Toondoo.com-ში;

·         გაეცნობიან კომიქსის შენახვის და სხვისთვის გადაგზავნის ხერხებს.

2.

შეხვედრის ძირითადი საკითხები

·         საშინაო დავალების მიმოხილვა;

·         Toondoo.com-ზე რეგისტრაცია;

·         Toondoo.com-ის ძირითადი ინსტრუმენტების გაცნობა;

·         სავარჯიშოს შექმნა;

·         რესურსის გადაგზავნა .

 

 

 

შეხვედრაზე განსახილველი საკითხის/საკითხების განსაზღვრა და მათი მიზანთან შესაბამისობა     - მასწავლებელი მოსწავლეებს შესასწავლი საკითხის გააზრებაში ეხმარება კარგად დაგეგმილი გაკვეთილით. გაკვეთილის დაგეგმვას ვიწყებთ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტით - შესასწავლი მასალის მეთოდური დამუშავებით. დაგეგმვა ასევე ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება-გამრავალფეროვნებას, განახლებას და დახვეწას. ამაში მას სწორად  შერჩეული რესურსები ეხმარება. ციფრული ტექნოლოგიებით შექმნილი მრავალფეროვანი, სახალისო, საინტერესო და მოსწავლის ინტერესებს მორგებულ სასწავლო რესურსები, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ და სწავლასაც უადვილებს. სხვადასხვა პროგრამებში ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია მათი დამოუკიდებლად შექმნა და რედაქტირება. პროგრამა Toondoo.com-ში მათ შეუძლიათ შექმნან და ერთმანეთს გაუზიარონ საინტერესო კომიქსები

    მასწავლებელმა საგანმანათლებლო რესურსის დამუშავებისას ან შექმნისას უნდა  გაითვალისწინოს ის, თუ როგორ ემოციურ განწყობას უქმნის ესა თუ ის რესურსი მოსწავლეს. განაწყობს თუ არა მას პოზიტიურად, უქმნის თუ არა მოტივაციას, აღუძრავს თუ არა კეთებისა და სწავლის სურვილს.  ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რესურსის გამოყენება მოსწავლეს საშუალებას მისცემს ისწავლოს. მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს რესურსის მნიშვნელობა და მისი გამოყენების საჭიროება. ამასთანავე, მუდმივად უნდა იყენებდეს საგანმანათლებლო რესურსებს სასწავლო პრაქტიკაში. ის  მუდმივად ძიების პროცესში უნდა იყოს. მან თავად უნდა შეძლოს, როგორც თავისი ნამუშევრის ეფექტურობის დანახვა, ასევე სხვებისთვის გაზიარება.

 

         



 

Комментариев нет:

Отправить комментарий

სურათები